როდის დაიწყება სენატში "ქართველი ხალხის აქტის" განხილვა - რა ინფორმაციას ავრცელებს რაუფოღლუ
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "ქართველი ხალხის აქტის" განხილვა, სავარაუდოდ, 25 სექტემბერს დაიწყება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ჟურნალისტის თქმით, აქტის მიღება რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ "ქართველი ხალხის აქტი" დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა შეიმუშავეს. სენატორების მიერ შემუშავებული დოკუმენტი ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებასა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.