ივანიშვილი მტერსა და მეგობარს ერთმანეთში ურევს, ამიტომ ლოგიკურია, რომ ის სანქციების სამიზნე გახდეს - ობოლაძე

21.09.24 12:32
ივანიშვილი მტერსა და მეგობარს ერთმანეთში ურევს, ამიტომ ლოგიკურია, რომ ის სანქციების სამიზნე გახდეს - ობოლაძე

"ივანიშვილი ოკუპანტებს უხდის ბოდიშს, საქართველოს მეგობრებს უწოდებს მტრებს, ჰყავს პოლიტპატიმრები და მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა არჩევნენებში სრულფასოვნად მონაწილეობის საშუალებას" - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკურმა მდივანმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

ნიკა ობოლაძის თქმით, ლოგიკურია, რომ ივანიშვილი გახდეს სანქციების სამიზნე, თუმცა  ქვეყნისთვის სანქცირებული ხელისუფლების ყოლა არის გზა იზოლაციისა და სიღატაკისკენ. 

ივანიშვილის ყავს პოლიტიკური პატიმრები და მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა არჩევნენებში სრულფასოვნად მონაწილეობის საშუალება. ივანიშვილმა გააჟღერა თავისი სურვილი, საბოლოოდ დაასამაროს დემოკრატია საქართველოში, გააუქმოს პოლიტიკური ოპოზიცია და აკრძალოს არასამთავრობო სექტორი. 

ამ ფონზე ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ის გახდეს სანქციების სამიზნე, უბრალოდ, ქვეყნისთვის სანქცირებული ხელისუფლების ყოლა არის გზა იზოლაციისა და სიღატატაკისკენ. 

26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავაფორმოთ ქართველი ხალხის ნება, ავირჩიოთ კეთილდღეობა ევროპაში, უარი ვუთხრათ იზოლაციას და სიღატაკეს, შევიყვანოთ საქართველო ევროპის კავშირში, ევროპული ფონდებიდან მოვიზიდოთ 14 მილიარდი ევრო, დავასრულოთ მასობრივი ემიგრაცია და საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოში იცხოვრონ ევროპული სტანდარტით", - განაცხადა  “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკურმა მდივანმა ნიკა ობოლაძემ.

მსგავსი სიახლეები