"ძლიერი საქართველოს" ლიდერები მარნეულში ახალგაზრდებს შეხვდნენ

21.09.24 16:19
"ძლიერი საქართველოს" ლიდერები მარნეულში ახალგაზრდებს შეხვდნენ

კოალიცია "ძლიერი საქართველო" საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. პოლიტიკური ალიანსის ლიდერებმა, ლანა გალდავამ და აგილ მუსტაფაევმა დღეს შეხვედრები მარნეულში გამართეს. საკუთარი პროგრამა პოლიტიკოსებმა იმ ახალგაზრდებს გააცნეს, ვინც წელს არჩევნებში პირველად იღებენ მონაწილეობას. "ილიას გზის" სახელით ცნობილი პროგრამა, მათ შორის, ახალაგაზრდების დასაქმებას და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული შეხვედრა ბრიტანეთის საელჩოსა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

ჩვენი მთავარი გზავნილები არის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა, 200 ათასი სამუშაო ადგილი, ათას ლარიანი პენსია და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. მოხარულები ვართ, რომ მარნეულის ახალგაზრდობამ გამოხატა თავისი   მხარდაჭერა პროექტის მიმართ და ესწრებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, მათ იცოდნენ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პარტიების საპროგრამო ხედვები და მოხარული ვარ, რომ მათ ძალიან მოეწონათ "ძლიერი საქართველოს" პროგრამა", - აღნიშნა ლანა გალდავამ.

მსგავსი სიახლეები