სანამ ვაკეში ბავშვები დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავენ, "ოცნებასთან" დაახლოებულმა ბიზნესმენმა ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა მიიღო - ფარულავა
"სანამ ვაკეში ადამიანები ოჯახებით დგანან საცობში, სანამ ბავშვები სუნთქავენ დაბინძურებულ ჰაერს, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა ბიზნესმენმა მიიღო ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა საუბრობს.
როგორც ფარულავა იუწყება, "ოცნებასთან" დაახლოებულმა პირმა საჩუქრად დამატებით 20.000 კვ.მ. და 12 სართული მიიღო და მშენებლობის უფლება 47-დან 59 სართულამდე გაიზარდა.
მაშინ, როცა ოჯახები ვაკეში, შვილებთან ერთად დგანან საავტომობილო საცობში, კალაძის საცობში და სანამ ბავშვები სუნთქავენ დაბინძურებულ ჰაერს, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა ბიზნესმენმა მიიღო ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა. არამარტო ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა, დამატებით მიიღო კიდევ საჩუქრად 20.000 კვ.მ. და 12 სართული, ანუ, მშენებლობის უფლება გაიზარდა 47-დან 59 სართულამდე. ეს არის კონკრეტული კორუფციული ინტერესები, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვხედავთ, ამიტომ, ივანიშვილი-კალაძის ეს კორუფციული მმართველობა ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ,ყველა ასეთი კორუფციული საქმე უნდა გამოიძიოს ევროკომისიის მიერ დანიშნულმა ჯგუფმა, რომელიც ამ ქვეყანაში სისტემურ კორუფციას და იმ უსამართლობას დაასრულებს, რომელსაც ჩვენ კონკრეტულად, ვაკეში ვხედავთ. კონკრეტულად ეს მშენებლობა ნიშნავს ფაქტობრივად, ვაკის გადაქცევას ბეტონის ჯუნგლებად, ვაკის მოსახლეობის გაწირვას საათობით საცობში დგომისთვის. რა თქმა უნდა, ერთიანობით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ 26 ოქტომბერს იმისთვის, რომ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც არის თბილისის მერიაში, რომელსაც სისტემური ხასიათი აქვს ყველა საჯარო დაწესებულებაში, დავასრულოთ და ამისთვის დამხმარე მექანიზმად შემოვიტანოთ ევროპული სტანდარტები და შემოვიყვანოთ ევროკომისიის ჯგუფი", - თქვა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გამართულ ბრიფინგზე.