"შაბათის ეთერის" ექსკლუზიური კადრები - რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილს?

21.09.24 18:22
"შაბათის ეთერის" ექსკლუზიური კადრები - რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილს?

"შაბათის ეთერის" ექსკლუზიური  კადრები - რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილს? "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ, რუსთავში გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ სცენაზე გამოსვლამდე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ავტომობილი, სცენის ქვეშ შედის, მას უკან უსაფრთხოების ლეიბით პირადი მცველი მიჰყვება. 

ეს ის შემთხვევა იყო, როცა ოლიგარქმა  ირაკლი კობახიძეც კი არ მიაკარა შუშის კაბინას, რომ ივანიშვილისთვის სიმბოლურად ხელი ჩამოერთმია. ტელეტრანსლაციის კადრებში ჩანს, რომ ოლიგარქი სცენაზე უეცრად გაჩნდა და შემდეგ გაქრა. 

ივანიშვილთან მიახლოებას მისი პარტიის წევრებიც კი ვეღარ ახერხებენ. რუსთავში ღია სივრცეში, მოედანზე, სპეციალური  შესავლელები დაამონტაჟეს. იმ გზაზე, სადაც ივანიშვილის მანქანას უნდა გაევლო,  მისი პარტიის წევრებსაც კი არ უშვებდნენ. იმ დღეს ამ შესასვლელით ოცნების ლიდერებიდან მხოლოდ ერთეულებმა ისარგებლეს.

მინისტრი რატი ბრეგაძე  დაცვამ უკან გააბრუნა და არ მისცა საშუალება, იმ გზიდან შესულიყო მოედანზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს უნდა ჩაევლო.

კადრებში კარგად ჩანს, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან და ირაკლი ჩიქოვანთან ერთად მოვიდა. ყოფილ პრემიერი და თავდაცვის მინისტრი  ივანიშვილის კარიდან შეუშვეს ბოჭორიშვილი უკან გამოაბრუნეს და გრძელი გზა გაიარა, რომ მოედანზე მოხვედრილიყო.

შეშინებული ივანიშვილი და ოცნება - ნატა ქაჯაიას რეპორტაჟი ნახეთ აქ

 

მსგავსი სიახლეები