"ხარებას" სახლიდან "შაბათის ეთერის" დრონს ესროლეს

21.09.24 21:51
"ხარებას" სახლიდან "შაბათის ეთერის" დრონს ესროლეს

შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული "ხარება" კამერებს ემალება - განსაკუთრებული დეპარტამენტის შეფს ე.წ. მაგნიდსკის სიაში შეყვანაზე განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

წყარო განსაკუთრებულ დავალებათა  დეპარტამენტიდან "შაბათის ეთერს" უყვება, რომ მაგნიციკის სიაში განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეების გვერდით აღმოჩენა ზვიად ხარაზიშვილისთვის მოულოდნელობა იყო. ხარებას ეგონა, რომ ყველაფერი მისთვის სავიზო სანქციებით დასრულდება, თუმცა შეცდა. 

ზვიად ხარაზიშვილის პოზიციის მოსასმენად "შაბათის ეთერი" დიღომში ბატონიშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ეზოში სპეცრაზმის შეფის   მანქანა დააფიქსირა.  აქაც მშენებლობები მიდის. ერთ ეზოში სპეცრაზმის განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილ შეფს, ექვსი სახლი უდგას. ორის მშენებლობა ახლა სრულდება. თუმცა მერიიდან ნებართვა არ აუღია.  როგორც კი "შაბათის ეთერის" დრონი, ავტოფარეხში გაჩერებული მანქანების  დაფიქსირებას  იწყებს, ისმის გასროლის ხმაც. 

დრონი გასროლის მომენტში ავტოფარეხის ტერიტორიას აფიქსირებდა, ამიტომ კამერიდან არ ჩანს, რომელი ტრაექტორიიდან გაისროლეს და ვინ ისროლა.

ნატა ქაჯაიას რეპორტაჟი ნახეთ აქ

 

მსგავსი სიახლეები