სანქცირებული მილერის უკანონოდ აშენებული სასახლე - ჟურნალისტური გამოძიება
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უკანონოდ აშნებული სახლი თბილისში - რომელიც მილერი ლაგაზაურმა სავარაუდოდ აქციების დარბევის პარალელურად აიშენა - საქეიფო დარბაზით და აუზით სპეცრაზმის უფროსის მოადგილეს.
თუ ადგილობრივებს დავუჯერებთ, ლაგაზაურმა კახეთის გზატკეცილთან ახლოს წინუბანში, რეზიდენციის მშენებლობა გაზაფხულის აქციის დროს დაიწყო.
ორ სართულიანი სახლის მშენებლობა მორჩა, ახლა რემონტი მიდის. შიდა ინტერიერის მოსაწყობად ფილები უკვე ეზოშია ალაგია. ყურადღებას ეზოს შესასვლელში დამონტაჟებული პანორამული ხედვის სათვალთვალო კამერა იქცევს. ის "შაბათის ეთერის" გადაადგილებას აკონტროლებს. როგორც კი ცაში აეროგადაღების კამერა იწყებს ფრენას, მუშები ღობეზე ადიან და ეძებენ, საიდან იმართება დრონი?
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის ეს სახლი უნებართვოდაა აშენებული. ოფიციალური დოკუმენტებით დგინდება, რომ "ხარებას" მოადგილეს თბილისის არქიტექტურის სამსახურთან მხოლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები აქვს შეთანხმებული. მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა, მერია კი კანონდარღვევას არც კი იმჩნევს.
წუაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მილერი ლაგაზაურმა სავარაუდოდ ეს სახლი იმ პრემიერით აიშენა, რომელიც ანტირუსული აქციების დარბევის შემდეგ აიღო.
საქართველოს მოქალაქეების ცემის და ძალადოვის გამო სანქცირებული მილერი ლაგზაური დეკლარაციას არ ავსებს, ამიტომ ჩვენ ვერ ვახერხებთ გადამოწმებას, შენდება თუ არა ეს სასახლე, სამოქალაქო აქტივების დარბევის და მათთვის მოწყობილი სისხლიანი ღამეების შედეგად
მიღებული პრემიით.
მილერი ლაგაზაურის წინააღმდეგ სანქციები როგორც ჩანს, უკვე ამოქმედდა, ჩვენ მისი პირადი ნომრით სამ მსხვილ ბანში მისთვის თანხის ჩარიცხვა ვცადეთ თუმცა უშედეგოდ.
ნატა ქაჯაიას რეპორტაჟი ნახეთ აქ