ბიძინა ივანიშვილმა გამოქვაბული აიშენა - ჟურნალისტური გამოძიება

21.09.24 21:45
ბიძინა ივანიშვილმა გამოქვაბული აიშენა - ჟურნალისტური გამოძიება

ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმნის ორი სასახლიდან ერთი გამოქვაბულში მოაქცია - მის სასახლეს და ეზოს ვინმემ რომ არ უყუროს, ოლიგარქმა ხალხსა და მის საკუთრებას შორის ხელოვნური კლდე აღმართა. 

იმიტირებულ გამოქვაბულს ორი უხილავი კარი აქვს, კონსტრუქცია ისეა აგებული, რომ კლდეს მაქსიმალურად ჰგავს, თუმცა ეს მხოლოდ ოპტიკური სიმულაციაა. როგორც კი მიუახლოვდები, ნათლად ჩანს კარის კონტურები. ადგილზე გვიყვებიან, რომ ერთი დიდი კარი რომელიც ავტომატურად იღება სამანქანო გზის მისასვლელს უერთდება, მეორე კარით კი მილიარდერის მსახურები შედიან. 

ივანიშვილმა ეს ხელოვნური კლდე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აღმართა - ხალხს, ვისი ფანჯრებიც მანამდე გამწვანებულ ტყეს უყურებდა, ახლა მხოლოდ შავი კედლის ხედი აქვთ. ტერიტორია, სადაც გამოქვაბულის იმიტაცია შექმნეს, ივანიშვილს არ ეკუთვნის. 5 მიწის ნაკვეთი 2500 კვადრატული ტერიტორია და იქ მდგომი სახლი, შპს "ოცხე 2020"-ის საკუთრებაა, ოცხე ბიზნესმენ ზურაბ კიკნაძეს ეკუთვნის. 

ივანიშვილს გამოქვაბული რა თქმა უნდა მხოლოდ მომსახურე პერსონალის სამყოფლად არ აუშენებია. ამით მან, მისი ორიდან ერთი სასახლე, ბოლომდე იმიტირებულ გამოქვაბულსა და კლდის კონსტრუქციაში მოაქცია.

 ეს კი ყველაფერი არ არის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა საქართველსო ისტორიის განადგურებაშიც არის მხილებული - ირკვევა, რომ აბასთუმანში მშენებლობის დროს აღმოჩენილ სამარხებს მიწა მიაყარეს. 

განადგურების პირასაა დიდი აღმოცანა, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი დაწეროს. 

ბიძინა ივანიშვილი გამოქვაბული - მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიება

მსგავსი სიახლეები