ტერორი ციხეებში არჩევნების წინ - სკანდალური ინტერვიუ ყოფილ პატიმართან

21.09.24 22:15
ტერორი ციხეებში არჩევნების წინ - სკანდალური ინტერვიუ ყოფილ პატიმართან

როგორ აიძულებს სისტემა პატიმრებს "ქართული ოცნებისთვის" ყოველი არჩევნების წინ ხმების მოგროვების პროცესში ჩაერთონ?

მამხილებელი ინტერვიუ "შაბათის ეთერს"  37 წლის ზურა მელიქიშვილმა მისცა, რომელმაც  გლდანის ციხე 30 აგვისტოს და 9 წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. 

"ბევრჯერ დამავალეს ხმების მოგროვება, მეც პირნათლად ვასრულებდი, რომ არ ვეცემეთ. დავალებაა ციხის ადმინისტრაციიდან, რომ ხმები "ქართულ ოცნებას" მოუგროვონ" - აცხადებს "შაბათის ეთერთან" ყოფილი პატიმარი და ციხეში არსებულ ტერორზე დეტალურად საუბრობს. 

მელიქიშვილის თქმით, სქემა ასეთია - წინასაარჩევნოდ,  მსჯავრდადებულებს ციხის ადმინისტრაცია ოჯახებში დარეკვას და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ხმების შეგროვებას აიძულებს. 

პატიმარი 4 წლის განმავლობაში სასჯელს ოთხ სხვადასხვა ციხეში იხდიდა ამბობს, რომ ყველა არჩევების წინ დავალება არ იცვლებოდა. ციხის ადმინისტრაციას პატიმრის ოჯახის წევრების სრული მონაცემები ჰქონდა შესწავლილი. თუ მსჯავრდადებულის ოჯახი, სახელმწიფოსაგან სოციალური დახმარების იღება, მაშინ წნეხი კიდევ უფრო დიდი იყო.

ამის გარდა, ყოფილი პატიმარი ირწმუნება, რომ იყო ისეთი შემთხვევები, როცა პატიმრები არჩევნებზე სხვის მაგივრადაც აძლევდნენ ხმას. მელიქიშვილის განცხადებით, მან ხმა ამ სქემით ნომერ მეჩვიდმეტე დაწესებულებაში მისცა.

მეექვსე სასჯელაღსრულების დაწესებულება ერთ ერთია, სადაც ჩვენი რესპონდენტის მონათხრობთ ყოველი არჩევნების დროს პატიმრებს ქართული ოცნების  ხმის მიცემას და ოჯახის წევრებთან ანალოგიური თხოვნებით დარეკვას აიძულებენ. ამ ციხეს წლებია შოთა ტრაპაიძე ხელმძღვანელობს, რომელიც "შაბათის ეთერს" დაემალა, მეტიც ამ უკანასკნელმა საკუთარი იდენტობა დამალა. 

გამაოგნებელია ყოფილი პატიმრის მოყოლილი სხვა ისტორიები, ზურა მელიქიშვილი იხსენებს, როგორ სცემდნენ ექთნების ოთახში პატიმრებს, ურჩებს კი შურისძიების მიზნით როგორ აცხადებდნენ შეურაცხადებად. 

რა ხდება ციხეებში - თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები