"ოცნება" რუსულ ნარატივს ახმოვანებს - ნინა იანკოვიჩი
"ოცნება" რუსულ ნარატივს ახმოვანებს", - ამის შესახებ დეზინფორმაციის მკვლევარი ნინა იანკოვიჩი საუბრობს. საქართველოში არსებულ მძიმე წინასაარჩევნო გარემოზე ვრცელი ინტერვიუ მკვლევარმა "ამერიკის ხმას" მისცა.
იანკოვიჩი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ქმდებები და რუსული რიტორიკა შოკისმომგვრელია, რადგან ქვეყნის ტერიტორიების 20% სწოედ რუსეთს აქვს ოკუპირებული.
ამასთან, მკვლევარი ხაზს უსვამს, რომ ამას აკეთებს იმ ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ერთ დროს რეგიონში დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამდენ რუსულ ნარატივს იმეორეს, რიგითი ქართველებისთვის შეიძლება ძალიან რთული აღმოცნდეს იმის დადგენა, თუ საიდან მოდის ეს ნარატივი, რადგან ჩანს, რომ ის საქართველოს მთავრობოსგან მოდის და არა რუსი ოფიციალური პირებისგან. ეს ართულებს ადამიანების მიერ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ამოცნობას.
ვფიქრობ, როედსაც კრემლი და „ქართული ოცნება“ გარკვეულ ორგანიზაციებს უცხოეთის აგენტებად აცხადებს, მიზანია, სხვებს აჩვენონ, რომ თითქოს ისინი არ არიან ქართველები. ჩვენ ეს ვნახეთ რუსეთში, მაგალითად, NDI-ის შემთხვევაში. მე NDI-ში ვმუშაობდი, როდესაც რუსეთმა ის არასასურველ უცხოურ ორგანიზაციად გამოაცხადა, ჩვენ იმჟამინდელ პარტნიორებს კი უცხოეთის აგენტის იარლიყი მიაკრეს. ახლა კი, ამ კანონის ქართულ კონტექსტში გამეორება და დანერგვა ძალიან შროს არის იმისგან, რასაც საქართველოში ამდენი ხნის განმავლობაში პოსტკომუნისტურ სივრცეში წარმოადგენდა. რასაც ახლა „ქართული ოცნებისგან“ ვხედავთ, ეს არ მომხდარა ერთ ღამეში ან წინასაარჩევნო პერიოდში. ეს ისაა, რაც ბოლო 5-6 წლის განმავლობში გრძელდება. ეს არის ევროპიდან და ევროატლანტიკური გზიდან დაშორება და რუსეთთან დაახლოება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, შოკისმომგვრელია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება იმეორებს რუსეთის რიტორიკას და მომართულობის სტრუქტურის დიდ ნაწილს, რომელიც არის ავტოკრატიულ რუსეთში და კიდევ ერთხელ, ამას აკეთებს ხელისუფლება ქვეყანაში, რომელიც მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებისთვის დემოკრატიის შუქურა იყო, - ამბობს იანკოვიჩი.