რას უნდა მისცენ ქუთაისელებმა ხმა, დანგრეულ გელათს თუ აღდგენილ ბაგრატს? ქუთაისს, როგორც საპარლამენტო დედაქალაქს თუ დანგრეულ პარლამენტის შენობას - ცამციშვილი

22.09.24 12:26
რას უნდა მისცენ ქუთაისელებმა ხმა, დანგრეულ გელათს თუ აღდგენილ ბაგრატს? ქუთაისს, როგორც საპარლამენტო დედაქალაქს თუ დანგრეულ პარლამენტის შენობას - ცამციშვილი

„რას უნდა მისცენ ქუთაისელებმა ხმა, დანგრეულ გელათს თუ აღდგენილ ბაგრატს, ქუთაისს როგორც საპარლამენტო დედაქალაქს თუ დანგრეულ პარლამენტის შენობას", - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკური საკითხების მდივანმა ნიკა ობოლაძემ და  იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა ქუთაისის მერიასთან ბრიფინგი გამართეს და "ქართული ოცნების" დელეგატს, ზაზა ლომინაძეს კითხვები დაუსვეს.

 აღდგენილი ბაგრატი თუ დანგრეული გელათი - მარტივი ასარჩევია რას უნდა მისცეს ქუთაისმა ხმა. ივანიშვილმა დაანგრია გელათის მონასტერი და გაანადგურა ფრესკები. ივანიშვილმა ქუთაისიდან გადაიტანა პარლამენტის შენობა და მიატოვა დაანგრია ქუთაისი პარლამენტის შენობა.ივანიშვილმა არ მოაგვარა თუნდაც ნაგავსაყრელის პრობლემა, რომლის მოგვარებაც წინა ხელისუფლების დროს გათვალისწინებული იყო და  პროექტი 2014 წელს უნდა დასრულებულიყო.

კითხვა ეს არის, რას უნდა მისცენ ქუთაისელებმა ხმა, დანგრეულ გელათს თუ აღდგენილ ბაგრატს, ქუთაისს როგორც საპარლამენტო დედაქალაქს თუ დანგრეულ პარლამენტის შენობას, ქუთაისს როგორც  ტურისტულ, ევროპული სტილის სუფთა მოწესრიგებული ქალაქს თუ მიტოვებულ და დასჯილ ქუთაისს ?

დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქუთაისი გააკეთებს სწორ არჩევანს.“ - განაცხადა იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები