აშშ-ში კობახიძის ვოიაჟი სანქციების პროცესს ვერ შეაჩერებს - გიორგი რუხაძე

22.09.24 13:23
აშშ-ში კობახიძის ვოიაჟი სანქციების პროცესს ვერ შეაჩერებს - გიორგი რუხაძე

აშშ-ში კობახიძის ვიზიტი სანქციების მატარებელს, რომელიც უკვე დაძრულია, ვერ შეაჩერებს, - ამის შესაზებ "აირჩიე ევროპას" თანადამფუძნებელი გიორგი რუხაძე საუბრობს. მისი თქმით, ეს პროცესი კიდევ უფრო შეუქცევადი გახდება, როდესაც ამერიკის საკანონმდებლო ორგანო "მეგობარ აქტს" მიიღებს. 

ირაკლი კობახიძის ვოიაჟი აშშ-ში ამ პროცესს ვერც გააჩერებს და ვერც ვინმეს უშველის, მითუმეტეს, თვითონ კობახიძეს აქვს ისეთი განცხადებები გაკეთებული, რომ თუ ვინმე უნდა დაასანქციროს აშშ-მ, ეს სწორედაც რომ კობახიძეა. ასე რომ, ის შეიძლება ჩავიდეს, იქ ვინმეს შეხვდეს, სიტყვით გამოვიდეს, მაგრამ ის სანქციების მატარებელი, რომელიც უკვე დაძრულია და მისი სისწრაფე ერთი ორად მოიმატებს, როდესაც ამერიკის საკანონმდებლო ორგანო „მეგობარი აქტს“ მიიღებს, იმიტომ, რომ ამ აქტით უკვე საკანონმდებლო ორგანო ავალდებულებს აშშ-ს აღმასრულებელ შტოს, რომ დააწესოს ეს სანქციები. ასე რომ, კობახიძე უნდა ახტეს, უნდა დახტეს, საბოლოო ჯამში, აქედან არაფერი გამოვა, - ამბობს გიორგი რუხაძე.

ანტიდასავლური განცხადებების და დაანონსებული ურთიერთობების გადახედვის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკაში მიემგზავრება. ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში აშშ-ში პირველ ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. ის გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრება, თუმცა "ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირების შემდეგ პრემიერმა სურვილი გამოთქვა, პრემიერის ადმინისტრაციას პირადად შეხვდეს.

შეხვდება თუ არა ამერიკის მთავრობა ირაკლი კობახიძეს, ჯერ-ჯერობით უცნობია. 

 

მსგავსი სიახლეები