ივანიშვილი პირობებში ვერც მისი ხელისუფლება და ვერც საქართველო გაიხარებს - ნინო კალანდაძე
ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი ნინო კალანდაძე დარწმუნებულია, რომ აშშ-ში საქართველოს პრემიერთან მაღალი დონის შეხვედრები არ შედგება. კალანდაძე ფიქრობს, რომ კობახიძისადმი დასავლეთის პასუხი იქნება იგივე: ივანიშილის პირობებში ვერც "ოცნების" ხელსუფლება და ვერც საქართველო გაიხარებს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დასავლეთმა ივანიშვილის ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგი, პრაქტიკულად, შეწყვიტა, მაშინ, რა თქმა უნდა, კობახიძის ვიზიტი იქნება სუფთა ფორმალობა, რომელიც, უბრალოდ, იმას ასახავს, რომ გაეროში საქართველოს როგორც წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლობა უნდა იყოს. მასთან საუბრები, დარწმუნებული ვარ, არ შედგება მაღალ დონეზე და რა საუბრებიც შედგება, იქნება ფორმალური და მხოლოდ იმის გაჟღერება, რაც ჩვენ აქამდე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგენ მოვისმინეთ და ეს არის ის, რომ ივანიშვილის პირობებში ვერც ივანიშვილის ხელისუფლება გაიხარებს და ვერც საქართველო, - ამბობს ნინო კალანდაძე.
ანტიდასავლური განცხადებების და დაანონსებული ურთიერთობების გადახედვის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკაში მიემგზავრება. ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში აშშ-ში პირველ ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. ის გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრება, თუმცა "ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირების შემდეგ პრემიერმა სურვილი გამოთქვა, პრემიერის ადმინისტრაციას პირადად შეხვდეს.
შეხვდება თუ არა ამერიკის მთავრობა ირაკლი კობახიძეს, ჯერ-ჯერობით უცნობია.