გიორგი ყუფარაძის თქმით, არჩევნების გაყალბებისთვის შედგენილი სიების შესახებ ინფორმაციას ისიც ფლობდა

15.08.21 06:50
გიორგი ყუფარაძის თქმით, არჩევნების გაყალბებისთვის შედგენილი სიების შესახებ ინფორმაციას ისიც ფლობდა

სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის დამფუძნებელი, გიორგი ყუფარაძე ამბობს, რომ არჩევნების გაყალბებისთვის შედგენილი სიების შესახებ ინფორმაციას ისიც ფლობდა. ყუფარაძის თქმით, სია, რომელსაც ცესკო ხელმძღვანელობს და საუბნო კომისიებში ნიშნავს, საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემებია, რომელიც თავადაც ჰქონდა. სწორედ ამ გარემოებას უკავშირებს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმღვანელი  მის სუს-ში დაბარებას.

ცესკოში ახლა რა ამბებიც მიმდინარეობს და "ქართული ოცნების" აქტივისტები რომ ინიშნებიან ე.წ. დამოუკიდებელ წევრებად, ჩვენც გვქონდა ამაზე ინფორმაცია, თან ძალიან დეტალურად, პარტიაში როცა ვმუშაობდი იქიდან მოყოლებული გვქონდა და ვაპირებდით ცესკოსთვის მიგვემართა ოფიციალურად, როცა წევრებს  დაამტკიცებდნენ გამოგვეთხოვა დამოუკიდებელი წევრების მონაცემები იყვნენ, რა იყვნენ და მაგაზე გავაკეთებდით კომენტარს და ამას მოჰყვებოდა რეაგირება სავარაუდოდ, ბევრი მხრიდან. ეს არის  მიზეზი ჩვენი დახურვის და გაჩერების, რომ ამ თემებზე აღარ გველაპარაკა, ამიტომ მოდის ჩვენზე ამხელა ზეწოლა, - ამბობს ყუფარაძე.