პოლიტიკური ოპოზიცია გაბანკროტებულია - ირაკლი ქადაგიშვილი
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი, ამბობს, რომ ოპოზიცია გაბანკროტებულია და თითმმართველობის არჩევნებისთვის საკადრო რესურსი აღარ აქვს.
იციან, რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ, იციან, რომ საკადრო რესურსი არ გააჩნიათ, რომ თვითმმართველობაზე რეალურად ახალი შემადგენლობა შესთავაზონ, ამიტომ არის, რომ ხან მამას სთავაზობენ, ან ძირითადად, დეპუტატები ისევ დგებიან, ვინც წარმოშობის მიხედვით საიდანაც არის და რა კავშირი აქვთ, დგებიან იქ მერობის კანდადატებად და ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკური ოპოზიცია, ფაქტობრივად, გაბანკროტებულია. საარჩევნო კამპანია, ძირითადად, ისევ აწყობილი იქნება სწორედ პარლამენტის დეპუტატების მხრიდან იმაზე, რომ ხალხში ისევ დესტრუქცია გააღვივონ, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.