“ევროპულმა საქართველომ” მერობის კანდიდატები წარადგინა
,,ევროპულმა საქართველომ" მერობის კანდიდატები წარადგინა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, განაცხდა, კანდიდატურები ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად დამტკიცდა.
ამ არჩევნებზე წყდება ბედი, სწრაფად გამოვიდეთ არსებული უმძიმესი მდგომარეობიდან, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ წარვადგენთ მერობის კანდიდატებს რეგიონებში, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად და კომპრომისის გზით დავამტკიცეთ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
,,ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატთა სია:
გორი - ეთერ ჯალაღონია
ახალციხე - ზურაბ სადათიერაშვილი
ახალქალაქი - არაენ კარაპეტიანი
მარნეული - ახმედ იმამკულიევი
სამტრედია - ჟუჯუაბა ფოფხაძე
კასპი - აკაკი (კახა) გეჯაძე
ამბროლაური - მაია კაციტაძე
თეთრიწყარო - ნინო დავითაშვილი
თერჯოლა - ზურაბ ბუცხრიკიძე
ხონი - ზურაბ ჯიბუხაია