ფოთში საჯარო მოხელეებმა თანამდებობა დატოვეს და გახარიას გუნდს შეუერთდნენ

16.08.21 17:07
ფოთში  საჯარო მოხელეებმა თანამდებობა დატოვეს და გახარიას გუნდს შეუერთდნენ

ფოთში ქართული ოცნება ოთხმა საჯარო მოხელემ დატოვა და გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა. ოთხივე პირი ფოთის მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა:

თაბამდებობა დატოვა ფოთის მერიის იურისტმა გიორგი აფშილავამ. მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ურბანული განყოფილების უფროსმა
თამთა დაგარგულიამ. ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა, გიგლა თურქიამ. ფოთის სამხატვრო გალერეის დირექტორმა გოგი გაგუამ