რატომ მოგვექცა საქართველო ასე- სუს-ის ხელშეკრულებით დაზარალებულების აქცია ბათუმში

16.08.21 17:13
რატომ მოგვექცა საქართველო ასე- სუს-ის ხელშეკრულებით დაზარალებულების აქცია ბათუმში

რატომ მოიქცა საქართველოს ხელისუფლება ასე, რატომ გაძლიერდა რეპრესიები ჩვენი მისამართით? -  ამ ლოზუნგით ბელორუსიდან გამოქცეულმა ადამიანებმა ბათუმში აქცია გამართეს. ისინი ლუკაშენკოს რეჟიმს საქართველოში აფარებენ თავს და უკვირთ, რატომ აამოქმედა სუს-მა ბელორუსის უსაფრთხოების კომიტეტთან დადებული შეთანნხმება ახლა, 5 წლის შემდეგ, და ხომ არ ნიშნავს ეს ფაქტი მათ წინააღმდეგ რეპრესიების ახალ ტალღას.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ შეთანხმებით პირველ რიგში მათ სიცოცხლესა და უსაფრთხოებას ემუქრება საფრთხე და ითხოვენ პასუხს კითხვაზე, "რატომ მოიქცა საქართველო ასე".

დღეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბელორუსის უსაფრთხოების კომიტეტთან დადებული შეთანხმება, რომელიც 2016 წელს გაფორმდა, არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ინტერესების საწინაააღმდეგო ქმედებებს.