ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარებს დეპუტატები აკეთებენ
"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენა, რომელიც პირველ ოქტომბერს უნდა გამართულიყო გაურკვეველი ვადით გადაიდო.
პარტიის ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
"ოცნების" დეპუტატები კი არ პასუხობენ კითხვას, რატომ არ წარადგინა საარჩევნო პროგრამა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
იმ პირობებში, როცა ირაკლი კობახიძე არის პრემიერ მინისტრი და საარცევნო შტაბის ხელმძღვანელია, ლოგოკურია, რომ სწორედ მას უნდა ცაეტარებინა ეს ყველაფერი და ამ პროგრამის რამდენიმე დღით გადაწევა არაფერს ცვლის"- ამბობს ნინო წილოსანი.
მისი თქმით, პროგრამის წარდგენა უახლოეს პერიოდში, ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ გაიმართება.
საარჩევნო პროგრამის თარიღის გადაწევას, პრემიერის ჯანმრთელობას უკავშირებს დეპუტატი დაჩი ბერაიაც.
"ხალხის ძალის" წევრი არ პასუხობს კითხვას, რატომ არ იყო შესაძლებელი პროგრამა თუნდაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეს წარედგინა.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.