,,რუსული კანონიც“ ასევე იქნება გაუქმებული - ნონა ქურდოვანიძე

01.10.24 16:35
,,რუსული კანონიც“ ასევე იქნება გაუქმებული - ნონა ქურდოვანიძე

საიას აღმასრულებელი დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება. საუბარია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც მთავრობის მეთაური ანტიკორუფციულ სამსახურს მოუწოდებს, გადახედოს მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნას.

ქურდოვანიძის განცხადებით, ხელისუფლებამ უკან დაიხია: 

მთავრობა ბიუროს ეუბნება, მართალია, გადაწყვეტილება დასაბუთებულია და სწორია, მაგრამ იქნებ უკან გაიწვიოო. 

სინამდვილეში, იმდენად თვითნებური და დამაზიანებელი იყო ბიუროს მოქმედებები, რომ მთავრობას მოუწია უკანდახევა.  

,,რუსული კანონიც“ ასევე იქნება გაუქმებული"- წერს ქურდოვანიძე. 

პრემიერის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადებას "კანონის უზენაესობა" უწოდა. "ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი" - ამბობდა კუპრაშვილი რამდენიმე საათის წინ, როცა "პირველების" ჟურნალისტმა მას საერთაშორისო კრიტიკა შეახსენა. 

  • 2024 წლის 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად.
  • 30 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ განაცხადა, რომ ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან და ხმების დასაცავად ინდივიდუალურ მუშაობას გააგრძელებენ.
  • ამასთან რამდენიმე სააათის წინ, ცნობილი გახდა რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.

 

მსგავსი სიახლეები