მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ბელარუსთან ინფორმაციის გაცვლის შეთანხმება - კალიურანდი

16.08.21 19:31
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ბელარუსთან ინფორმაციის გაცვლის შეთანხმება - კალიურანდი

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ბელარუსის უსაფრთხოების კომიტეტთან დადებული შეთანხმება. 

მისი თქმით, ბელარუსიიდან დევნილები საქართველოში უსაფრთხოდ უნდა იყვნენ. 

მე  მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ინფორმაციის გაცვლის შეთანხმება სუს-სა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის. ლუკაშენკოს 2020 წლის 9 აგვისტოს გაყალბებული არჩევნების შემდეგ უკანონოდ აქვს მიტაცებული ძალაუფლება. ბელარუსიიდან დევნილი პირები საქართველოში უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ თავს", - წერს ევროპარლამენტარი.

2016 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ბელარუსის KGB-ს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი ძალაში უკვე შევიდა.

ბელორუსიდან გამოქცეულმა ადამიანებმა ბათუმში აქცია გამართეს. ისინი ლუკაშენკოს რეჟიმს საქართველოში აფარებენ თავს და უკვირთ, რატომ აამოქმედა სუს-მა ბელორუსის უსაფრთხოების კომიტეტთან დადებული შეთანნხმება ახლა, 5 წლის შემდეგ, და ხომ არ ნიშნავს ეს ფაქტი მათ წინააღმდეგ რეპრესიების ახალ ტალღას.