პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ EU-ში გაწევრიანების შესაძლებლობა არ დაკარგოს - კორძაია
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთი კონსტიტუციური ორგანოა, რომელიც ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით საკუთარ ვალდებულებას პირნათლად ასრულებს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ EU-ში გაწევრიანების შესაძლებლობა არ დაკარგოს.
სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო ამ ქვეყანაში, რომელიც ასრულებს საკუთარ ვალდებულებას 78-ე მუხლიდან გამომდინარე. ის აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობის შესაძლებლობა არ დაკარგოს, - ამბობს კორძაია.
ცნობილი ხდება, რაზე ესაუბრებოდა სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს პირისპირ შეხვედრებზე - ბრიუსელში, შარლ მიშელთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა დეტალებზე "ევრონიუსთან" ისაუბრა.
ინტერვიუდან ირკვევა, რომ პრეზიდენტი ბრიუსელში გარანტიების მიღებას ცდილობდა - იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებს მოიგებენ პროევროპული პარტიები, კოალიციური პარტიები კი შეასრულებენ ქართულ ქარტიაში გაწერილ შეთანხმებას, ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებებს განაახლებდა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.