ჰერჩინსკი: თუ არჩევნები არ ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ჩვენ მზად ვიქნებით პასუხისთვის

04.10.24 12:25
ჰერჩინსკი: თუ არჩევნები არ ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ჩვენ მზად ვიქნებით პასუხისთვის

თუ არჩევნები არ ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ჩვენ მზად ვიქნებით პასუხისთვის - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩნსკი პირდაპირ ამბობს, რომ თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც პოლიტუკური ოპოზიცია აიკრძალება, სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება საზღვარგარეთ წასვლა და იქედან მუშაობა, თუ ადამიანის ძირეული უფლებები და უმცირესობის უფლებები არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. 

ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ითანამშრომლებენ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც იქნება დემოკრატიულად არჩეული

არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა მოიგოს,  ჩევენ ახლადარჩეულ მთავრობასთან ერთად ძალიან სწრაფ ტემპში ვიმუშაოვებთ, რათა თავიდან დავიწყოთ საქართვებლოს  ევროინტეგრაციის პროცესი.   სამწუხაროდ ბევრი დრო დაიკარგა , გაწევრიანების პროცესი გაჩერდა და ეს ხდება იმ დროს, როცა უკრაინა და მოლდოვა სწარაფი ტემპით მიდიან წინ ევროკავშირის გზაზე. ჩვენ მათ უნდა დავეწიოთ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დაიცვან თავიანთი უფლებები და მისცენ ხმა. ჩვენი  მხრიდან, მზად ვართ, ვიმუშავოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც იქნება დემოკრატიულად არჩეული. მაგრამ, მინდა ძალიან ღიად გითხრათ — თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც პოლიტუკური ოპოზიცია აიკრძალება, თუ საქართევლო იქნება ადგილი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება საზღვარგარეთ წასვლა და იქედან მუშაობა, თუ ადამიანის ძირეული უფლებები და უმცირესობის უფლებები არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ვერც დღეს,  ვერც ხვალ და ვერც ზეგ.   ეს არის პრინციპები, რომელზეც მოლაპარაკებაც აღარ არის საჭირო. თუ არჩევნები არ ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში და თუ საერთაშორისო დამკვირებლების  და ადგილობრივი დამკვირებლების აზრი ასეთი იქნება, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით პასუხისთვის,  მათ შორის, უარესი სცენარისთვისაც.  საარჩევნო ძალადობაზე და არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე - ეს არის ის რაც ვნახეთ ბელორუსში და გულრწფელად ვიმედოვნებ , რომ მსგავსს არასდროს გამოვცდით საქართველოში. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ, რათა არ გავშვათ ევროკავშირის გაფართოების შემდეგი მატარებელი, რომელიც შეიძლება, ძალიან მალე მოხდეს", - განაცხადა ჰერჩნსკიმ.

მსგავსი სიახლეები