იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრემიერობის კანდიდატი?

05.10.24 21:25
იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრემიერობის კანდიდატი?

 

 

ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან -  წარმოუდგენია თუ არა სალომე ზურაბიშვილს საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის შეთავაზების შემთხვევაში? - ეს კითხვა მთავარსარდალს ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ დაუსვა. 

პრეზიდენტმა ეს სცენარი არ გამორიცხა: 

"რაზე მაქვს ნაფიქრი ამაზე აქ არ გიპასუხებთ, შერჩეული მყავს ძალიან კარგი კანდიდატი, ჯერ ვნახოთ"- თქვა ზურაბიშვილმა. 

"ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების განმავლობაში. მგონია, რომ დღეს ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ და გაბყვეთ ამ გზას"- დასძინა პრეზიდენტმა ნოდარ მელაძის დამაზუსტებელი კითხვის პასუხად. 

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, პრემიერობის საკუთარი კანდიდატი უკვე ჰყავს, თუმცა ვინაა მისი რჩეული, არ დააკონკრეტა.

პრეზიდენტთან ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ: https://youtu.be/G5dxVXdGA04

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები