ექსკლუზივი: ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის ფაქტები - სამინისტროებიდან საიდუმლო სიებმა გამოჟონა
"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი: სამინისტროებიდან საიდუმლო სიებმა გამოჟონა - შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, გაზისა და ნავთობის კორპორაცია, გარდაბნის მერია, საჰაერო ნავიგაცია, კრიმინალური პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია, აეროპორტების გაერთიანება -
TV პირველის გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტურ გამოძიებაში გაიგებთ, როგორ ავალებენ საჯარო მოხელეებს, მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემები შეაგროვონ და მმართველ პარტიაში გადააგზავნონ.
სიაში შეყვანილი მოქალაქეების მონაცემების გადამოწმების შემდეგ, "შაბათის ეთერმა" მოიპოვა რწმუნება, რომ სახელისუფლკებო ვერტიკალი საჯარო მოხელეებს იძულებულს ხდის, საკუთარი ოჯახის წევრებს თავისუფალი არჩევანი წაართვან და მმართველ პარტიას დაჰპირდნენ, რომ არჩევნების დღეს ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემენ.
სისტემა არჩევნების წინ გატყდა - "შაბათის ეთერში" ხელში აღმოჩნდა იმ ათასობით საიდუმლო სიიდან ერთ ერთი, რომელიც საჯარო მოხელეებს არჩევნების წინ შეადგენინეს. ეს სია ქმნის წარმოდგენას რა დღეში ამყოფებენ სამინისტროებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, სახელმწიფო და კერძო კომპანიებს.
შაბათის ეთერის ინფორმაციით, საჯარო მოხელეებისგან ითხოვენ, რომ "ქართულ ოცნებას" წინასწარ აცნობონ, ვისგან უნდა ელოდონ ხმებს 26 ოქტომბერს.