სად არის ირაკლი კობახიძე?

19.08.21 13:15
სად არის ირაკლი კობახიძე?

სად არის ირაკლი კობახიძე? - თითქმის ერთი თვეა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე საჯაროდ არ გამოჩენილა. პარტიულ შეხვედრებს ძირითადად პრემიერ-მინისტრი ატარებს. 

სად არის კობახიძე, რატომ ჩამოაშორეს ის წინასაარჩევნო შეხვედრებს და არის თუ არა ეს ორი ირაკლის დაპირისპირების მორიგი რაუნდი, ამის გარკვევას "ტვ პირველის" ჟურნალისტი დილიდან ცდილობს. 

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა "პირველების" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ "გუნდში ყველაფერი რიგზეა". 

ირაკლი კობახიძე არის შტაბის ხელმძღვანელი, გუნდის უდავო ლიდერი, რომელიც კიდევ ერთ გამარჯვებამდე მიგვიყვანს 2 ოქტომბერს, - განაცხადა კუჭავამ. 

მან  "სისულელე“, უწოდა კობახიძის საარჩევნო კამპანიიდან ჩახსნის შესახებ დასმულ კითხვას:

ნუ ნერვიულობთ, ის ოფისშია და ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი, როდესაც საჭირო გახდება - განაცხადა კუჭავამ.