თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სამი წელი აღარ გვექნება არჩევნები - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მომდევნო 3 წელი არჩევნები აღარ იქნება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჩოხატაურის მერობის კანდიდატის, დავით შარაშიძის, წარდგენისას ისევ ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ "ქართული ოცნება" უალტერნატივო ძალაა:
ერთადერთი პაუხისმგებლიანი ძალა დღეს ქვეყანაში არის უალტერნატივო "ქართული ოცნება", ეს არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ჩვენი ხელისუფლების, თქვენი და ჩვენი ყველასი ერთად"- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია.
მოსახლეობა ირჩევს საკუთარ წარმომადგენელს, რომელიც მოემსახურება 24 საათის განმავლობაში თავის მუნიციპალიტეტს, მოსახლეობას... თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სამი წელი აღარ გვექნება არჩევნები და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რეალური საქმე ვაკეთოთ, რომელიც მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ქვეყნის საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მოსახლეობა ბოლომდე უნდა დავუდგეთ გვერდში"- თქვა ღარიბაშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.