უმაღლესი ალბათობით, გიგი უგულავა იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი - მელია
,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და მერობის საერთო კანდიდატი, ნიკა მელია, ასახელებს მთავარ ფაქტორს, რის გამოც არჩევანი გიგი უგულავაზე გაკეთდა.
როგორც მელიამ ჟურნალისტებს უთხრა, თუ ვინმეს აქვს შანსი, მერი გახდეს, ეს გიგი უგულავაა, რომელსაც წლების პოლიტიკური გამოცდილება აქვს.
უმაღლესი ალბათობით, გიგი უგულავა იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, გიგი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც ბევრი რამ ნახა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, მისი ენერგიისა და გამოცდილების მქონე ადამიანი ვერ იქნება გულხელდაკრეფილი იმ პროცესში, სადაც წყდება სახელმწიფოს ბედი“,- აღნიშნავს მელია.