უგულავას პერსპექტივა ნამდვილად არ გააჩნია, ქურდბაცაცა ადამიანია - გია ვოლსკი

19.08.21 17:22
 უგულავას პერსპექტივა ნამდვილად არ გააჩნია, ქურდბაცაცა ადამიანია - გია ვოლსკი

„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას კანდიდატურის დასახელებას ეხმაურება და ამბობს, რომ უგულავას "პერსპექტივა" არ გააჩნია. 

გიგი უგულავას პერსპექტივა ნამდვილად არ გააჩნია,  ფოთელი იქნება, გორელი, თუ თბილისელი, ყველამ იცის, ვისთან აქვს საქმე, ეს არის ქურდბაცაცა ადამიანი"- აღნიშნავს ვოლსკი და ოპონენტს "გაკოტრებულ პოლიტიკოს" უწოდებს. 

„გაკოტრებული პოლიტიკოსია და არც სხვა სპეციალობა არ გააჩნია, სხვაგან ვერსად ვერ წავა", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ფოთის მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს - "ნაციონალუერ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ გიგი უგულავა მისი დიდი გამოცდილების გამო შეირჩა.