„ქართულ ოცნებას“ ლიგიტიმაცია აღარ აქვს - ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია
თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელი არჩევნების წინაპირობაა - სწორედ ამ შინაარსის კამპანიით ეცდება ოპოზიცია ელექტორატის მობილიზებას. მერობის კანდიდატები შეეცდებიან, ხალხი დაარწმუნონ, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმა არ უნდა მისცენ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველი, პრეკოალიციური განაცხადი, „ქართული ოცნების“ ჩამოცილება ხელისუფლებიდან და რეფერენდუმის გამართვა ზუსტად საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოსცდეს 40%-იან ზღვარს, რომ ჩვენ ყველას დავანახოთ და პირველ რიგში, მათ დავანახოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ლიგიტიმაცია აღარ აქვს. ამის შემდეგ იქნება ვადამდელი არჩევნები და ამის შემდეგ ჩვენს ქვეყანას კვლავ მიეცემა შესაძლებლობების ფანჯარა. მთავარი ფუნქცია კამპანიას აქვს ეს და რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მნიშნელოვანი პროგრამა, რომელსაც ნიკა თავად გააცნობს საზოგადოებას, - ამბობს ,,ენმ"-ს წევრი ხატია დეკანოიძე.