არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემა - "ოცნება" მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ტოტალურად ართმევს
"ქართულმა ოცნება" მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ტოტალურად ართმევს. არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემა ასეთია: ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები მოქალაქეებს პირადობებს ართმევენ ან ფულს უხდიან იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის ჩათვლით პირადობები მათ მიაქირავონ. ამ გზით მმართელი პარტია ცდილობს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას, თითქოს მას შემდეგ, რაც მათი პირადი მონაცემები "ოცნების" ხელში აღმოჩნდება, შეძლებენ იმის გარკვევას, ვის მისცა ხმა კონკრეტულმა ამომრჩეველმა.
"ოცნების" კოორდინატორები, ადამიანები, ვინც მოქალაქეებისთვის პირადობების ჩამორთმევაში არიან ბრალდებულები, მედიას ემალებიან, ნაწილი კი თავის მართლებას ცდილობს.
ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ამხილა და დაასახელა ის პირები, ვინც უშუალოდ კარდაკარ დადის და სამეგრელოში ადგილობრივებს პირადობის მოწმობებს ართმევს.
არჩევნების სავარაუდო გაყალბების სქემის გამოძიებას ითხოვენ სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.