ეს არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია, რომლითაც ივანიშვილი და "ოცნება" უნდა მოვიშოროთ - ვაშაძე

18.10.24 21:57
ეს არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია, რომლითაც ივანიშვილი და "ოცნება" უნდა მოვიშოროთ - ვაშაძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია, რომლითაც საზოგადოებამ ხელისუფლებიდან "ქართული ოცნება" უნდა "მოიშოროს".

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, სწორედ 26 ოქტომბერს უნდა აირჩიოს ხალხმა, "განვითარება სურს თუ სიღატაკე, ევროკავშირი უნდა თუ იზოლაცია".

ეს არჩევნები არის რეფერენდუმი. ევროკავშირს ვირჩევთ, თუ იზოლაციას. განვითარებას ვირჩევთ, თუ სიღატაკეს, რომელიც მოაქვს "ქართულ ოცნებას". ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და ამიტომ, ამ ისტორიული მისიის შესასრულებლად, გარდა აქეთ მხარეს თანხმობისა, ჩვენ არ გვაქვს. მთავარია, ივანიშვილი და "ქართული ოცნება" მოვიშოროთ და წავიდეთ სწრაფად ევროკავშირისკენ", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები