კარგად ვხედავთ, როგორ ხდება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, რომლებსაც უკანონო დავალებებს ავალებენ - სანიკიძე
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენს და მათ უკანონო დავალებების შესრულებას აიძულებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ "საჯარო მოხელეები ყველაზე სწრაფად გრძნობენ, თუ როგორია ქვეყნის დაშორება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე".
ჩვენ კარგად ვხედავთ, მათ შორის, რეგიონების მასშტაბით, როგორ ხდება, პირველ რიგში, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, რომლებსაც უკანონო დავალებებს ავალებენ. ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას ყველაზე კარგად ესმის, რა არის სახელმწიფო ინსტიტუტები და საჯარო მოხელეთა კლასი. ისიც კარგად გვესმის, რომ ის ნაბიჯები, რასაც "ოცნება" ყოველდღიურად დგას, პირველ რიგში, აისახება საჯარო მოხელეების მიმართ. ისინი ყველაზე სწრაფად გრძნობენ, თუ რა არის ქვეყნის დაშორება ევროატლანტიკური განვითარების გზაზე", - ამბობს ლევან სანიკიძე.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.