ვშიშობ, "ოცნება" ხელისუფლებაში დასარჩენად ყველა შესაძლო გზას გამოიყენებს - კენეტ იალოვეცი
აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვეცი ფიქრობს, რომ არჩევნებში წაგების შემთხვევაში "ქართული ოცნება" ძალაუფლების მშიდობიანად გადაბარებაზე უარს იტყვის. ამის შესახებ დიპლომატმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
იალოვეცი ხელისუფლებიდან "ნაციონალური მოძრაობის" წასვლას იხსენებს და ამბობს, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით, ეს მომენტი უდიდესი მიღწევა იყო. იალოვეცი შიშობს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამგვარად არ მოიქცევა.
ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის კუთხით დიდებული მიღწევა იყო. სააკაშვილმა ეს გააკეთა, არ აქვს მნიშვნელობა, რას ვფიქრობთ მასზე. როცა ისინი დამარცხდნენ, მან და მისმა პარტიამ კაბინეტი დატოვა. არ ვარ დარწმუნებული, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“. მე უბრალოდ ვშიშობ, რომ ისინი ყველა შესაძლო გზას გამოიყენებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ, - ამბობს იალოვეცი.