ოთარ ზურაბიშვილი: ივანიშვილისთვის საქმე დამთავრებულია
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ძმა ევროპულ მარშს შეუერთდა - ამ წუთებში ოთარ ზურაბიშვილი მოქალაქეებთან ერთად ამაღლების ქუჩაზე იმყოფება.
როგორც ოთარ ზურაბიშვილი "პირველებთან" ამბობს, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველო ევროპისკენ წავა, რაშიც ეჭვი აღარავის აღარ ეპარება.
ამასთან, ოთარ ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სათქმელი არაფერი აქვს, რადგან მისივე განმარტებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის "საქმე დამთავრებულია".
არ ვიცი, რამდენად საჭიროა, რომ რაიმე ვუთხრა მოსახლეობას. ყველამ ძალიან კარგად გაიგო საქართველოში და საზღვარგარეთაც, ყველამ იცის, რა არის მისი მოვალეობა. ყველამ იცის, რა გზაზე დგას საქართველო. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. რა სიძნელეც არ უნდა იყოს, ყველაფერს გადავლახავთ და წავალთ არჩევნებზე. ერთი ხმაც კი არ უნდა დააკლდეს, ყველამ უნდა მისცეს ხმა და შემდეგ დღეს ჩვენ ვიქნებით ევროპაში.
ბიძინასთვის სათქმელი არაფერი არ მაქვს. მისთვის საქმე დამთავრებულია. ბიძინასთვის სათქმელი არაფერი არ არის. სათქმელი ქუჩაში მდგომმა ხალხმა თქვა და იტყვის მომავალ კვირას საარჩევნოდ", - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
თბილისში მასშტაბური მარში იწყება. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთი იქნება - "ჩვენ გვინდა ევროპაში".
მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს შემდეგ ლოკაციებზე:
- რესპუბლიკის მოედანი;
- გმირთა მოედანი;
- 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
- მარჯანიშვილის მოედანი;
- ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).
19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.