"ტრიბუნამ" და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ლანჩხუთში, პარტიული სია წარადგინეს

20.08.21 15:45
 "ტრიბუნამ" და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ლანჩხუთში, პარტიული სია წარადგინეს

პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ლანჩხუთში, ლია მუხაშავრიამ პარტიული სია წარადგინეს. 

დაასახელდა სიის პირველი შვიდი წარმომადგენელი, რომელთა უმრავლესობა ქალია.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, დღეს არც თანამდებობებისთვის იბრძვის ვინმე და არც ვინმეს მსუყედ დასაბინავებლად.

მისი თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმის დღეა!