კოვიდთან საბრძოლველად გადმორიცხული მილიარდებით ივანიშვილი ვილებს იშენებს - მიხეილ სააკაშვილი

20.08.21 16:15
კოვიდთან საბრძოლველად გადმორიცხული მილიარდებით ივანიშვილი ვილებს იშენებს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის, ტიკარაძისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა პირდაპირ სიკვდილთან ასოცირდება. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ივანიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადმორიცხულ მილიარდებს, რომელიც კოვიდთან ბრძოლას უნდა მოხმარდეს, მდიდრული ვილების ასაშენებლად იყენებს.

წარმოუდგენელია, ივანიშვილი, ტიკარაძე, “მუშკეტერები” როგორ იძინებენ ღამე, თუ მართლა რაღაც ადამიანური შერჩათ, იმიტომ, რომ მათი გადაწყვეტილებები პირდაპირ უკავშირდება მრავალი ათასი ადამიანის სიკვდილს - ივანიშვილი და სიკვდილი გახდნენ სინონიმები.
ღმერთის როგორ არ ეშინიათ, როცა მათი გადაწყვეტილების პირდაპირ შედეგად, ყოველ დღე, ამდენი ადამიანი ტანჯვით კვდება.
საქართველო არის პირველ ადგილზე მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილის რაოდენობით, ახლა მას შემდეგ, რაც მრავალი მილიარდი, რომელიც გამოყო საერთაშორისო თანამეგობრობამ კოვიდთან საბრძოლველად დაიხარჯა, ამათი ვილების მშენებლობაზე.
სიკვდილის დამარცხების ერთადერთი გზა არის ივანიშვილის დამარცხება - ძალიან მალე საქართველოში… - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.