"საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს" - იან კელის და დევიდ კრამერის ერთობლივი წერილი
"საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს. მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას", ქვეყანა მოსკოვის ორბიტაზე გადაჰყავს," - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დევიდ კრამერის ერთობლივ წერილშია საუბარი. წერილში ასევე, საუბარია 2019 წელს რუსი დეპუტატის სერგეი ლავროვის ჩამოსვლასთან დაკავშირებითაც.
ამან დარტყმა მიაყენა ორ პროექტს, რომელიც გაზრდიდა საქართველოს დამოუკიდებლობას რუსეთიდან, ერთი შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტი და მეორე აღმოსავლეთ-დასავლეთის ახალი ბოჭკოვანი კაბელის დერეფანი, - წერია მათ წერილში.
იან კელი და დევიდ კრამერი ასევე, მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი "ქართული ოცნების" მიერ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დამატიმრებამაც გააღრმავა. წერილში საუბარია 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებზეც.
ზოგიერთ დემონსტრანტს ჰქონდა კავშირი მოსკოვთან. მათ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ახალისებდა, რომელიც რუსულ ეკლესიასთან კავშირს ინარჩუნებს... მას შემდეგ, რაც მათ სასტიკას გაუსწორდნენ, 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა. პრემიერმა ღარიბაშვილმა დაპირისპირების წამოწყებაში "რადიკალური ოპოზიცია" დაადანაშაულა, - წერია წერილში.
უცხოელი დიპლომატები პირდაპირ წერენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გონს არ მოეგება, არ გააუქმებს ბალარუსის რეჟიმთან დადებულ შეთანხმებას და შევა საარჩევნო მაქინაციებში, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის მიმართ აშშ-მ სანქციები უნდა დააწესოს.
თუ "ქართული ოცნება" არ დაუბრუნდება ხელმოწერილ შეთანხმებას და არ გააუქმებს შეთანხმებას ბელარუსის რეჟიმთან, ან შევა საარჩევნო მაქინაციებში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა დააწესოს მიზნობრივი სადამსჯელო ზომები "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს არასდროს დაუწესებია საქართველოში ასეთი ზომები, ახლა ეს პრაქტიკულად ერთადერთი გზაა არსებული უკონტროლობის შესაჩერებლად... აშშ-ს მართებს ამის გაკეთება ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობისთვის, რომელსაც უნდა, რომ მისი ქვეყანა დარჩეს დასავლურ ვექტორზე. გარდა ამისა, თავად ვაშინგტონის ინტერესშია, დაეხმაროს რეგიონში ყველაზე პროამერიკულ ქვეყანას და დაიცვას იქ ამერიკული ინტერესები, - ნათქვამია წერილში.