"ოცნების" მერობის კანდიდატი ყაზბეგში - შალვა ელოშვილს ბაკურ ავსაჯანიშვილი ჩაანაცვლებს
"ქართული ოცნების" ყაზბეგის ახალი მერობის კანდიდატი ყოფილი პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ბაკურ ავსაჯანიშვილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" ყაზბეგის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი უჩა ხუციშვილიც ადასტურებს. ხუციშვილი ამბობს, რომ შალვა ელოშვილის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით პარტიის ცენტრალური ოფისიდან ინფორმაციას ერთი კვირით ადრე ფლობდა.
შალვა ელოშვილმა ყაზბეგის მერობის კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" ტოვებს.