"ლელო" თბილისის მერობის კანდიდატს 23 აგვისტოს წარადგენს
"ლელო" თბილისის მერობის კანდიდატს 23 აგვისტოს წარადგენს. მამუკა ხაზარაძის პარტიაში კანდიატის ვინაობას ჯერ არ ამხელენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ის "ლელოს" წევრია.
დედაქალაქის შემდეგ ოპოზიციური პარტია კანდიდატებს რამდენიმე რეგიონშიც დაასახელებს. ირკვევა, რომ რეგიონებში წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშრებით პარტიამ ოპოზიციასთან კონსულტაციები გაიარა.
ჩვენ ორშაბათს გვექნება წარდგენა საზოგადოებისათვის ჩვენი კანდიდატების. იგულისხმება საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, მერობს კანდიდატს. შემდეგ კვირაში იქნება უკვე სრული გუნდის წარდგენა, იგულისხმება მაჟორიტარი კანდიდატები, - ამბობს პარტიის ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.