"ამიტომ ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე და დაზარალებული ქვეყანა" - ომბუდსმენის პოსტი

21.08.21 03:27
"ამიტომ ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე და დაზარალებული ქვეყანა" - ომბუდსმენის პოსტი

სახალხო დამცველი კორონავირუსის მართვის პოლიტიკას აკრიტიკებს. ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რომ უცოდინარმა პოლიტიკოსმა პირადი ინტერესბიდან გამომდინარე იმოქმედეს და ათაოსობით მოქალაქის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს. ომბუდსმენი ამბობს, რომ მიზეზი ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩევლის გულის მოგება და იმის შიში იყო, რომ ანტვაქსერულად განწყობილი მოქალაქეების ხმები არ დაეკარგათ. 

არ არის სიმართლე, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია კოვიდის მართვის პოლიტიკა - მას ჰქონდა პოლიტიკა და ეს პოლიტიკა გულისხმობდა: ა. საზოგადოების ჯანმრთელობის და მრავალი ადამიანის სიცოცხლის რისკის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევას; ბ.  კანონდამრღვევი მოქალაქეების წინასაარჩევნოდ  გულის მოგებას  პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებისა და ჯარიმების ჩამოწერის გზით; გ. აცრების პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის წარმოებაზე უარის თქმას ანტივაქსერების მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით.
ოპოზიციის პოლიტიკა იყო ეთქვა ყველაფერი საწინააღმდეგო, რასაც ხელისუფლება გააკეთებდა.
ხოლო წესით დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვა აბარია მოექცა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ვერც წინააღმდეგობის გაწევის თავი აღმოაჩნდა.
ასე იქნება ყველა სფეროში, სანამ უცოდინარი პოლიტიკოსები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და სანამ დამოუკიდებელი ინსტიტუტები იქნებიან მათთან თვალებში შემციცინე პოზაში.
ამიტომ ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე და დაზარალებული ქვეყანა... 74 ადამიანი დავკარგეთ მხოლოდ 1 დღეში...
, -წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.