პერფორმანსი კანცელარიასთან - ლაშა ჩხარტიშვილმა ადგილზე მიწა მიიტანა და დაყარა

21.08.21 03:38
პერფორმანსი კანცელარიასთან - ლაშა ჩხარტიშვილმა ადგილზე მიწა მიიტანა და დაყარა

აქცია პერფორმანსი კანცელარიასთან - თბილისის საკრებულოს თავმდჯომარეობის კანდიდატმა "ლეიობორისტული " პარტიიდან ლაშა ჩხარტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიწა დაყარა. ამით ჩხარტიშვილმა ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარება და კოვიდი 19-ით  სიკვდილიანობის გაზრდა  გააპროტესტა. ოპოზიციის წევრმა ვირუსთან ბრძოლის არასწორ პოლიტიკაში პასუხისმგებლობა ირაკლი ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილს და კახა კალაძეს დააკისრა. თბილისის საკრებულოს თავმდჯომარეობის კანდიდატმა ასევე, პირბადის ტარებასა და ვაქცინაციის კამპანიის მხარდაჭერაზე  ზედამხემხედველობის დაწყება მოითხოვა. 

"ლეიბორისტული პარტიის" წევრი სამართალდაცველებმა 80 ლარით დააჯარიმეს. ჩხარტიშვილი ჯარიმის გადახდას არ აპირებს.