ჩხრეკა გიორგი ნონიაშვილის სახლში - პოლიტიკოსის მეუღლე ამბობს, რომ სახლიდან კომპიუტერები და ტელეფონები წაიღეს

24.10.24 11:34
ჩხრეკა გიორგი ნონიაშვილის სახლში - პოლიტიკოსის მეუღლე ამბობს, რომ სახლიდან კომპიუტერები და ტელეფონები წაიღეს

 

 

ჩხრეკა გიორგი ნონიაშვილის სახლში - პოლიტიკოსის მეუღლე ამბობს, რომ სახლიდან კომპიუტერები და ტელეფონები წაიღეს. 

სოფო გელავა ამბობს, რომ, როგორც სამართალდამცველებმა აუხსნეს, ჩხრეკა იმ კომპანიასთან არის დაკავშირებული, სადაც ნონიაშვილის მეუღლე მუშაობს. 

საუბარია ატლანტიკურ საბჭოზე, რომელიც ამერიკაში დაფუძნებული ორგანიზაციაა და სოფო გელავა ამბობს, რომ მისი საქმიანობა დეზინფორმაციასთან, სანფორმაციო ოპერაციების კვლევასთან, რუსეთის ჩარევასთან არის დაკავშირებული, ამიტომაც ნონიაშვილის ცოლისთვის საეჭვოა, რატომ მოხდა ჩხრეკა და გაურკვეველია, სინამდვილეში რას უკავშირდება ეს ამბავი. გელევას განსაკუთრებულ ეჭვს იწვევს, თუ რატომ წაიღეს სამართალდამცველებმა მისი პოლიტიკოსი მეუღლის ლეპტოპი. 

რეალურად წაიღეს ჩემი პერსონალური კომპიუტერი, რომელსაც ვიყენებ ჩემი სამსახურებრივი მიზნებისთვის. ჩემი პირადი ტელეფონი, ჩემი მეუღლის ლეპტოპი, რომელიც არის პოლიტიკოსი და საჯარო ფიგურა, ჩემი შვილის, არასრულწლოვანის ლეპტოპი. ამიხსნეს, რომ ეს არის დაკავშირებული იმ კომპანიასთან, რომელსაც დაკონტრაქტებული ვყავარ. თუმცა მე რეალურად ვმუშაობ ატლანტიკურ საბჭოში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციაა, ამერიკაში დაფუძნებული და ჩემი საქმიანობა პირდაპირ არის დაფუძნებული დეზინფორმაციასთან, სანფორმაციო ოპერაციების კვლევასთან, რუსეთის ჩარევასთან, ამიტომაც ახლა ჩემთვის საეჭვოა რა ხდება და რასთან არის დაკავშირებული ეს ამბავი, თუმცა ის, რომ ჩემი პოლიტიკოსი მეუღლსი ლეპტოპიც წაიღეს, არის საეჭვო", - ამბობს სოფო გელავა. 

ადვოკატ, შოტა თუთბერიძის თქმით,  მკვლევარ სოფო გელავას სახლში ჩატარებული ჩხრეკა უკანონოა.

"ჩხრეკა არის სავსებით უკანონო იმიტომ, რომ ის განჩინება, რომლის საფუძველზეც ჩატარდა, არის სავსებით უკანონო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მოახერხა და მისცა ნებართვა ჩხრეკისა ისე, რომ არც კი ჩაწერა, რა არის ძებნის საგანი. არადა ეს აუცილებელი კომპონენტია ჩხრეკის შესახებ განჩინებისა, როცა გამოძიებასაც და სასამართლოსაც უნდა ჰქონდეს, რაიმე მიზანი, რომ რაიმე ნივთმტკიცება ამოიღონ", - ამბობს თუთბერიძე. 

 

 

მსგავსი სიახლეები