შიდა პარტიული დაპირისპირება ხაშურში - მერობის კანდიდატებთან "ოცნებას" პრობლემები აქვს
შიდა პარტიული დაპირისპირება ხაშურში - მერობის კანდიდატებთან "ქართულ ოცნებას" პრობლემები აქვს. სახელისუფლებო გუნდმა კანდიდატად მილიონერი დეპუტატის, ზაზა დუგლაძის ახლო მეგობარი წარადგინა. საპარლამენტო არჩევნების წინ აღშნიშნული პოსტის დაკავებას "ქართული ოცნება" ვალერი გელაშვილს ჰპირდებოდა.
გელაშვილი პარტიის ბოსებზე განაწყენებულია, თუმცა პარტიის დატოვებას არ აპირებს და დამოუკიდებელ ბრძოლას აანონსებს.
არც სიები მინდა, არაფერი. მე მინდა, რომ ვიყარო მერად კენჭი, ჩემი სამეურნეო საქმე რაც არის. პარლამენტში ვიჯექი ტყუილად, არაფერს ვაკეთებდი. პრობლემა არ არისო, მითხრეს. არ ვიცი რა მოხდა, მე ვენესუელაში ვიყავი წასული, მეთქი დრო მაქვს. ჩამოვედი და კანდიდატურა უკვე დააყენეს. ვინ იაქტიურა, რა იაქტურა, რატომ გააკეთეს ეს, არ ვიცი, - ამბობს გელაშვილი.