ცდილობენ მოჩვენებითი მერობის კანდიდატები დაასახელონ - დავით ჭიჭინაძე
"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე თვლის, რომ ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატების უმრავლესობა "მოჩვენებითი" კანდიდატები არიან და დედაქალაქის მერობის პოსტისთვის მათი ბრძოლა აბსურდულია.
იმ პარტიებს, რომლებსაც ხელი არ აქვთ მოწერილი და რომლებიც თვლიდნენ, რომ ბოიკოტი უნდა გაგრძელებულიყო, ჰყავთ ერთი მერობის კანდიდატი, დანარჩენები ცდილობენ, გარკვეულწილად, რაღაც მოჩვენებითი მერობის კანდიდატები დაასახელონ, იმიტომ, რომ ცალკე "ლელოს" კანდიდატი იქნება, პირველი ძალის, თუ მესამე ძალის, ეს კომედიაა უფრო, გაშარჟება ხდება აი, ამ ბრძოლის იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი დაბალი დონის მერობის კანდიდატები, როგორსაც ისინი აყენებენ, მე ვფიქრობ, აი, ამ ბრძოლაშ არაფერში არ ჯდება, - ამბობს ჭიჭინაძე.