"ოცნების" აგიტატორები კოვიდრეგულაციებს არ იცავენ - ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება
საარჩევნო აგიტაცია რეაგულაციების დარღვევით - "ქართული ოცნების" აგიტატორები, რომლებიც მოქალაქეებს სახლებში აკითხავენ, პირბადის გარეშე გადაადგილდებიან. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ერთ-ერთმა მოქალაქემ მობილური ტელეფონით გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. შემთხვევა თბილისში ნაძალადევის რაიონში მოხდა. მოქალაქემ აგიტატორებს პირბადის გაკეთება მოსთხოვა, თუმცა მათ შენიშვნა არ გაითვალისწინეს.