მარნეულის უბანზე საარჩევნო ყუთში ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენეს, სცემეს დამკვირვებელი (ვიდეო)
მარნეულში, N69 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებელმა საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენა. ინფორმაციას ნინო ლომჯარია ავრცელებს.
მარნეულის 69-ე უბანზე ჩვენ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, როდესაც ის ბიულეტენების ჩაყრის აღნიშნულ კადრს იღებდა" - წერს ლომჯარია.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის ოლქში სულ 81 საარჩევნო უბანია, საიდანაც მხოლოდ 41 უბანზე მოქმედებს ელექტრონულად ხმის მიცემის სისტემა.