"ვერ შეგვაშინებთ" - პარტია "საქართველოსთვის" წევრი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

23.08.21 11:12
"ვერ შეგვაშინებთ" - პარტია "საქართველოსთვის" წევრი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

პარტია ,,საქართველოსთვის" აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი,  ირაკლი მიქელაძე, აცხადებს, რომ ხელისუფლება მათ კანდიდატებზე ზეწოლას  ახორციელებს და ზოგიერთ შემთხვევაში პარტიის დატოვების სანაცვლოდ სოლიდურ თანხასაც კი სთავაზობს. 

მოგეხსენებათ, ჩვენ ვემზადებით საარჩევნო პროცესისთვის და ძალიან მალე გვექნება წარდგენები. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ ზეწოლას ჩვენს კანდიდატებზე და რიგ შემთხვევაში ხდება სოლიდური თანხის შეთავაზებაც კი იმისათვის, რომ წარდგენების შემდეგ მათ გააკეთონ განცხადებები ჩვენი გუნდის დატოვების შესახებ. მინდა, მივმართო ხელისუფლებას, რა ტიპის ძალადობაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის ზეწოლაც არ უნდა გახორციელდეს, რა ტიპის მოსყიდვა და შანტაჟიც არ უნდა გახორციელდეს, ჩვენ თქვენ ნამდვილად ვერ შეგვაშინებთ და აუცილებლად ქართველი ხალხი გიპასუხებთ არჩევნებზე და ეს პასუხი იქნება თქვენი ხელისუფლების ცვლილება, - აცხადებს მიქელაძე.