ენმ: "ოცნების" "ტიტუშკები" ჩვენს ოფისში შეიჭრნენ (ვიდეო)

26.10.24 18:11
ენმ: "ოცნების" "ტიტუშკები" ჩვენს ოფისში შეიჭრნენ (ვიდეო)

 

 

ამ წუთებში კახეთის გზატკეცილზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა - "ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეიჭრნენ.

მმართველი პარტიის მხარდამჭერები, რომლებიც ენმ-ის ოფისში შევარდნენ, ადგილზე ათამდე ავტომანქანით იმყოფებიან.

კადრებში გარკვევით ჩანს, რომ ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერებს ავტომობილების ფანჯრებიდან "ქართული ოცნების" დროშები აქვთ გადმოფარებული. 

"სუს-ის ნასეტკები მოვიდნენ და პროვოკაცია მოაწყვეს" - ამბობს ადგილზე მყოფი პირი.