"ვერ შეგვაშინებთ, ჩვენ უკან სიმართლეა" - ლევან ბეჟაშვილი
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ხის ფიცრებით და "დუბინკებით" შეიარაღებულები შეიჭრნენ.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, მმართველი პარტიის ე.წ. ზონდერებმა ადგილზე მყოფ პირებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.
ლევან ბეჟაშვილის ცნობით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ - "აგონიაში არიან, რადგან იციან, რომ არჩევნებს აგებენ".
20-ზე მეტი ავტომანქანა იყო. "დუბინკებით" და სხვადასხვა ნივთებით შეიარაღებული პირები ჩვენს ოფისში შევიდნენ. რამდენიმე ადამიანს დაზიანება მიაყენეს. ჩვენებსაც მოუწიათ პასუხის გაცემა. იყო შეხლა-შემოხლა. გამოხატავდნენ აგრესიას. არიან აგონიაში. ხედავენ, რომ ყველას მთავარი სურვილი ამოძრავებს, რომ "ქართული ოცნება" ჩამოშორდეს ხელისუფლება და ევროპულმა მომავალმა გაიმარჯვოს. ხედავენ, რომ არჩევნებს აგებენ, ამიტომ ყველა უბანზე იყო ძალადობა. ახლა მოგვივარდნენ ცენტრალურ ოფისში, მაგრამ ამით ვერავის შეგვაშინებენ, რადგან ჩვენ უკან სიმართლეა", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები შეიჭრნენ.